ზურაბიშვილის „ქართული ქარტია“ ევროატლანტიკური გზი გადასარჩენის საშუალება. მოსაზრებები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური წინადადება „ქართული ქარტიის“ შექმნის შესახებ, გულისხმობს საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების წინაპირობებს და ევროკავშირის რეფორმების დაჩქარებას. ასე აფასებენ მას ქართველი დამოუკიდებელი ანალიტიკოსები.

მათი თქმით, „ქართული ქარტიით“ შეიქმნება დროებითი მთავრობა, რაც მნიშვნელოვანი გზაა ოპოზიციური პარტიების მიმართ დაგროვილი უნდობლობის დასაძლევად. სწორედ ეს გახდება სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების საფუძველი.

ქართულ-ევროპული ინსტიტუტის (EGI) ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა გიორგი მელაშვილმა „ალიქ მედია“-ს განუცხადა, რომ ზურაბიშვილმა ჩამოაყალიბა და შექმნა ევროპული მომავლის კონკრეტული ნაბიჯების პროცესის ჩარჩო. მელაშვილის თქმით, პრეზიდენტის ეს ნაბიჯი არის  კრიტიკულ მომენტში მიღებული სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად საქართველოს ევროატლანტიკური გზის გადარჩენას ისახავს.

„ძალიან რთული იყო საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების („აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული პროტესტები) პოლიტიკურ ასპარეზზე გატანა და დივიდენდების მოპოვება, ოპოზიციური პარტიების მიმართ უნდობლობის გამო. ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც შეუძლია ამომრჩევლის გაერთიანება მომავალი არჩევნებისთვის, სალომე ზურაბიშვილია. მან მოიგო ყველაზე მეტი პოლიტიკური დივიდენი ამ პერიოდში“, – აღნიშნა მელაშვილმა და დასძინა, რომ ზურაბიშვილის „ქართული ქარტია“ ევროპა-რუსეთის გზაჯვარედინზე საქართველოსთვის სწორი გზის არჩევაში (იგულისხმება ევროპულ გზაზე) მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

მელაშვილის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „ქართული ქარტიაზე“ ხელმომწერმა მხარეებმა უნდა იმუშაონ იმ 9 ნაბიჯის განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე დადებითად აფასებს პროევროპული პარტიებისთვის ერთიანი პლატფორმის გაჩენას. ის შესაძლებლად მიიჩნევს, რომ „ქართული ქარტიამ“ შეასრულოს პროდასავლური ორიენტირის, ამომრჩევლის მიზიდულობის ცენტრის როლი, გააძლიერებს ოპოზიციის მიმართ ნდობას. ძაბირაძისთვის გაუგებარია, როგორ აპირებს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების გარეშე მთავრობის ფორმირებას.

„თუ შეიძლება რამდენიმე თვეში პარლამენტში ამდენი რეფორმის გატარება, რომლებიც ყველა ნამდვილად საჭიროდ თვლიან, მაშინ რატომ უნდა დაითხოვოს ამის შემდეგ ასეთი პარლამენტი?

პრეზიდენტის „ქართული ქარტიის“ მიხედვით, პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ პარლამენტში 5 თვეზე ნაკლებ დროში ფართომასშტაბიანი რეფორმები უნდა განახორციელონ, შემდეგ კი ხელახალი არჩევნები დაინიშნოს. ზურაბიშვილი საკუთარ თავზე იღებს „სხვანაირი მთავრობის“ ფორმირებასაც.

ზურაბიშვილის თქმით, შეიძლება დღეს ბევრი ვერ ხედავდეს გამარჯვების ფორმულას და დიდწილად პოლიტიკოსების მიმართ ნდობაც დაკარგულია, მიუხედავად ამისა, მისი აზრით, ნიჰილიზმის, ქიშპობის და ცალკეული პოლიტიკური ამბიციების დრო არ არის.

„ქართული ქარტიასხელი მოაწრ 17 ოპოზიციურმა პარტიამ; საქართველოს მწვანეთა პარტია, სამართლიანობისთვის, დროა, გირჩი – მეტი თავისუფლება, ევროპელი დემოკრატები, კანონი და სამართალი, ლელო საქართველოსთვის, ახალი, მოქალაქეები, ანა დოლიძე ხალხისთვის, თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, რესპუბლიკური პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, ეროვნულ – დემოკრატიული პარტია და  5-მა დამოუკიდებელმა დეპუტატმა; ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, თამარ კორძაია, ხატია დეკანოიძე, არმაზ ახვლედიანი. „ქართული ქარტიას“ ხელს არ მოაწერენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და პარტია „გირჩი“.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ზურაბიშვილსა და „რადიკალურ ოპოზიციას“ შორის ერთობლივი პლატფორმის ხელმოწერამ კიდევ ერთხელ და ნათლად დაადასტურა, რომ ეს „ერთობა გარედან კონტროლირებადი ძალაა“, რომლის მიზანია ქვეყნის საკონსტიტუციო განვითარების გზიდან გამოძევება და ხელისუფლებაში „ერთ ფეხზე მდგართა“ მოყვანაა.

„ოპოზიციურ მხარეს სულ უფრო თვალსაჩინოა პარტიების და მათი „ლიდერების“ პოლიტიკურ-პარტიული იდენტობის და ხელმძღვანელობის დეგრადაციის ნიშნები“, ამბობ ის.

„ქართული ქარტიას“ ხელმომწერი პარტიების შეფასებით, პრეზიდენტის გეგმა ამომრჩევლებს მკაფიოდ აჩვენებს – თუ რა კონკრეტულ შედეგს მოიტანს პროდასავლური პარტიებისთვის მიცემული ხმა და, რომ ოპოზიციურ პარტიებს შეუძლიათ თანამშრომლობა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე.

ინფორმაციისთვის, 26 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას წარუდგინა გეგმა, რომელიც მოიცავს იმ ნაბიჯებს, რომლებიც დოკუმენტის ხელმომწერებმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა გადადგას. პრეზიდენტის თქმით, „ქართულ ქარტიაში“ აღნიშნული ნაბიჯები აუცილებელია არა მხოლოდ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის.

„ქართული ქარტია“ ათზე მეტ სფეროში ითვალისწინებს რეფორმების გატარებას, მათ შორის; ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა, სუსის და შსს-ს ძირეული რეფორმა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის რეალური დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციულ სააგენტოს გაყოფა ხელისუფლებისგან, ეროვნულ ბანკის დამოუკიდებლობა, მარეგულირებელ ორგანოების პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრების მანდატები 5%-იანი ბარიერის გადალახულ პოლიტიკურ პარტიებს შორის გადანაწილდება.