ჟენევაში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს მისიის თანათავმჯდომარეებს შეხვდება

30 ოქტომბერს, ჟენევაში გაიმართება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანის შეხვედრა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან (იგორ პოპოვირუსეთი, სტეფან ვისკონტისაფრანგეთი, ენდრიუ ჩაფერიაშშ). ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა ანა ნაღდალიანმა 29 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”30 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა ჟენევას, სადაც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდება”, – თქვა ნაღდალიანმა.

სპიკერმა დასძინა, რომ მნაცაკანიანი დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სეიდ აბას არაღჩის შეხვდა.