ჟენევაში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების და ზოჰრაბ მნაცაკანიანის შეხვედრა დაიწყო

ჟენევაში სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანის  და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების  შეხვედრა  დაიწყო(იგორ პოპოვი – რუსეთი, სტეფან ვისკონტი – საფრანგეთი, ენდრიუ ჩაფერი – აშშ). ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა ანა ნაღდალიანმა Facebook- ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

”სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს ხვდება”, – წერს ნაღდალიანი.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი ანჯეი კასპირშიკი.