დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება.
რაც შეეხება დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტს, მათი მოძრაობა შეზღუდული არ არის, თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ მონაკვეთზე ავტომობილები გაუჩერებლად უნდა იმოძრაონ, ისიც მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით და საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.