ქართველმა მესაზღვრეებმა პარტია “ერკირ წირანის” ლიდერს საქართველოს საზღვრის გადაკვეთა აუკრძალეს.
ოპოზიციონერმა ლიდერმა თავის თნამოაზრეებთან ერთად გადაკვეთა სომხეთის სასაზღვრო პუნქტი, თუმცა საქართველოს ნინოწმინდის გამშვებ პუნქტზე ადგილობრივმა მესაზღვრეებმა მას აცნობეს, რომ მისი შესვლა საქართველოში აკრძალულია, რის შემდეგაც ქართულენოვანი საბუთი წარუდგინეს, სადაცზუსტი მიზეზი არ იყო განმარტებული, წერს ზარუჰი ფოსტანჯიანი თავის ფეისბუქის გვერდზე.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა “რადიო თავისუფლების” სომხურ ბიუროს განიცხადა, რომ ის შეეცადა გაერკვია საზღვრის გადაკვეთის აკრძალვის მიზეზი, თუმცა ქართველმა მესაზღვრეებმა მას წარუგდინეს საბუთი, რომელშიც აკრძალვის მიზეზად, აღნიშნულია “კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები” განმარტების გარეშე.
ზარუჰი ფოსტანჯიანი ორი თვის წინ ახალქალაქში იმყოფებოდა, თუმცა საზღვარზე მას პრობლემა არ შეჰქმნია. ის თავის თანაგუნდელებთან ერთად სომეხი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონში ჩავიდა, პარტია “ერკირ წირანის” პან-სომხური აჯანყების აგიტაციის მიზნით.