სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლებში დაიღუპა 50-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი, წერს გაზეთი Washington Post-ი დახოცილების ნათესავების ნათქვამზე დაყრდნობით.
როგორც გაზეთი ამტკიცებს, თურქეთის გავლით სირიის ჩრდილოეთში ჩააასვენეს აზერბაიჯანში დაღუპული 52 მებრძოლის გვამები.
საქმე ეხება სირიის ოპოზიციის იმ ძალების მებრძოლებს, რომლებსაც თურქეთი უჭერს მხარს. მათი ნათესავების თქმით, მებრძოლებს ყარაბაღში საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის შესთავაზეს თვიური ორი ათასი დოლარი ჯილდოს სახით. გაზეთს მოჰყავს ერთ-ერთი მოკლულის ნათესავის ნათქვამი: „ერთადერთი მიზეზი ფულია, ვის სურს აზერბაიჯანში ბრძოლა, ვინ იცის საერთოდ, სად მდებარეობს“ ეს ქვეკყანა.
ადრე გავრცელდა ცნობა, რომ დაქირავებული მებრძოლები სირიიდან მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში ლიბიაში, ეროვნული თანხმობის მთავრობის მხარეს, რომელსაც თურქეთი ეხმარება.
სირიაში ახლა ზავი მოქმედებს, რომელიც შეათანხმეს რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა. პირობების დარღვევა ხანდახან ხდება, მაგრამ ინტენსიური ბრძოლა არ მიმდინამრეობს.
თურქეთი და აზერბაიჯანი კატეგორიულად უარყოფენ დაქირავებული მეომრების მონაწილეობას სომხური ძალებთან ბრძოლებში. თუმცა, მათი მონაწილეობის შესახებ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან საუბარში გამოხატა „სერიოზული შეშფოთება ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან მებრძოლების მონაწილეობის შესახებ საომარ მოქმედებებში”. ამის თაობაზე იტყობინება კრემლის პრესსამსახური.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა 14 ოქტომბერს, რომ თურქეთი აზერბაიჯანს ეხმარება, მაგრამ სირიელი დაქირავებულები არ უხსენებია. პომპეომ მხარეებს მოუწოდა ზავის პირობების დაცვისა და სამოქალაქო ობიექტებისთვის ცეცხლის დაშენის შეწყვეტისკენ.
აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის და მიმდებარე არეალების გამო, რომლებსაც ეთნიკური სომხები აკონტროლებენ სომხეთის მხარდაჭერით, ბრძოლები განახლდა 27 სექტემბერს. ეს არის 1990-იან წლებში ორ ქვეყანას შორის აზერბაიჯანის ანკლავის გამო ომის შემდეგ ყველაზე ფართო სამხედრო დაპირისპირება, რომელსაც დღემდე ასეულობით პირი შეეწირა.
ბაქოს მხარდაჭერას უცხადებს თურქეთი. მოსკოვში 10 ოქტომბერს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის პირობებს მხარეები არ იცავენ. ბრძოლები გრძელდება.
radiotavisupleba.ge
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021