Latest posts by Aliq Media (see all)
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ გამორიცხავს, რომ სომხეთი და რუსეთი ეროვნული ვალუტის ორმხრივ გათვლაზე გადავლენ.
„ვაჭრობის შემდგომი გაფართოებისა და დივერსიფიცირების მიზნით ამჟამად ეროვნული ვალუტის ორმხრივი გათვლის შესაძლებლობა მუშავდება“ – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთის პრეზიდენტის რუსეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განაცხადა.
პუტინის სიტყვებით, რუსული ინვესტიციები სომხეთის ეკონომიკაში 3 მლრდ. დოლარს აღემატება. სომხეთში რუსული კაპიტალით 2 ათასი საწარმო მოქმედებს. 2016 წლის მონაცემებით რუსეთსა და სომხეთს შორის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვა 6%-ით გაიზარდა.