უკრაინულ მედიაში პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ქონებრივი დეკლარაცია გამოქვეყნდა. დოკუმენტი ქვეყნის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა 2018 წლისთვის მის საკუთრებაში არსებული ქონების მიხედვით შეავსო.
ზელენსკის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ის საქართველოში მშენებარე სასტუმროს ხუთ ნომერს ფლობს, თუმცა რომელ ქალაქში, დეკლარაციაში დაკონკრეტებული არ არის.
ასევე, ვლადიმერ ზელენსკიმ ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითა ვილა იტალიაში, 5 ელიტარული ბინა უკრაინის დედაქალაქში, ასევე, ბინები ყირიმში. პრეზიდენტისა და მისი ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ მისამართად კი გრუშევსკის 9 ნომერში მდებარე აპარტამენტია მითითებული, რომელსაც თავისი ზომის გამო, “მონსტრად” მოიხსენიებენ. ზელენსკის აგრეთვე ეკუთვნის კიევიდან 30 კილომეტრში მდებარე საკუთარი სახლი, რომელიც 353 კვ.მ ფართობის მიწაზე მდებარეობს სოფელ ივანკოვიჩში.
ვლადიმერ ზელენსკიმ ყოველთვიური შემოსავალიც მიუთითა, რომელიც დეკლარაციის შევსების მომენტში 353 ათას გრივნას შეადგენდა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021