რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის საპროტესტო აქციების ლიდერს, ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა.
“მოლოდინი მაქვს, რომ თქვენი საქმიანობა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს, დსთ-ს, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას”, – ნათქვამია კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021