ყოველწლიური პრესკონფერენციის დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთს ეწვევა.
ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ სომხეთი რუსეთის ყველაზე ახლო თანამშრომელია სამხრეთ კავკასიაში და დასძინაა:
” ასე იყო ისტორიულად, ასეა და იმედი მაქვს, რომ ასე იქნება კვლვ . ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მსოფლიოში და რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე. . ამ საკითხებს უახლოეს მომავალში ბატონ ფაშინიანთან ერთად განვიხილავთ, რომელიც მომავალ კვირას რუსეთს ეწვევა”.
ამ თემაზე ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა პრესკონფერენციის დროს ერთ-ერთი ჟურნალისტის დასმული კითხვის მერე. კითხვა იყო შემდეგი: სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ რუსეთი როგორ აპირებს პოლიტიკური ურთიერთოებების აღდგენას ამ ქვეყანასთან ?
“ჩვენ არ გვაქვს არაფერი ისეთი, რაც განადგურდა და აღდგენა ესაჭიროება. სომხეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში და მსოფლიოში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ეუთოს წევრი. ჩვენ უნდა განვავითაროთ ის რაც გვაქვს”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა