სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 14 ივნისს, კრემლში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს სომხეთ-რუსეთის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხერბი, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, სამხედრო და სხვა სფეროებში.
“მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთი სომხეთისთვის პირველი სავაჭრო პარტნიორია. შარშან ჩვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 30% -ით გაიზარდა და წელს ასევე მზარდი ტენდენციით ხასიათდება, რაც განპირობებული რუსეთის ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდებით. რა თქმა უნდა, სომხეთის გაწევრიანება ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ასევე ხელს უწყობს ამას და ეს აშკარაა” , – განაცხადა პუტინმა.
“ჩვენ ერთი თვის წინ პირველად შევხვდით და 30 დღის განმავლობაში ისევ შედგა ჩვენი შეხვედრა, რომელიც მე ვფიქრობ, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის განსაკუთრებული ხასიათის მანიშნებელია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან თანამშრომლობის საკითხი. განსახილველი საკითხი ბევრია, მათ შორის ეკონომიკური, პოლიტიკური თუ რეგიონალური”, – განაცხადა ფაშინიანმა.