რუსეთის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. აზერბაიჯანში უკვე შედგა ვლადიმირ პუტინისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა.
ვლადიმერ პუტინი რეგიონთაშორის ფორუმზე სიტყვით გამოვა და აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებებს გამართავს.
რუსეთ-აზერბაიჯანის ფორუმი პირველად 2010 წელს ჩატარდა, რის შემდეგაც ის ყოველწლიურად იმართება.
ვიზიტის ფარგლებში პუტინი ძიუდოში 32-ე მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღესაც დაესწრება.
ცნობილია ასევე, რომ აზერბაიჯანის შემდეგ პუტინი დუშანბეს ეწვევა, სადაც დსთ-ის ქვეყნების ლიდერების ორდღიანი შეხვედრა დაიწყება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021