„ყარაბაღისა და აზერბაიჯანის შეხების ხაზზე ვითარება საერთოდ არ ჰგავს აპრილის დასაწყისში შექმნილ სიტუაციას. საუბარია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების უფრო ფართო ჯარების მოძრაობაზე.“ – განაცხადა 3 მაისს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინიტრის პრეს-მდივანმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა, მან აღნიშნა:
„დაზვერვას ესმის და ხედავს ყველაფერს. რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაციას, ობიექტური მიზეზების გამო, ვერ ვიტყვი. გუშინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა მძაფრი განცხადება, რომ მათი ჯარების კონცენტრირება ხდება“.
შეკითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია თავდასხმის შესახებ, მან უპასუხა:
„ვფიქრობ, ამ დროისთვის რთულია იმის თქმა, თუ რა იქნება და როდის. მთავარი ისაა, რომ თავდაცვის არმიის სადაზვერვო საშუალებების მეშვეობით ეს ყველაფერი ფიქსირდება და არაფერია შეუმჩნეველი, მოწინააღმდეგის მოქმედებები ჩვენთვის არის ხილული“.
მან ასევე აღნიშნა, „ომის ისტორიაში არავის შეუძლია გამორიცხოს, რომ მოპირდაპირედ მყოფის მოქმედებებს შენთვის რაღაც თვალსაზრისით მოულოდნელობის ელემენტები არ ექნება, სიახლეებისა და მანევრირების ხარჯზე. ეს არის მეცნიერება. მოწინააღმდეგის ყველა მოქმედების ადგილის, დროსა და არსის გასაგებად, საჭიროა მისი ყველა საბუთის ხელთ ქონა“ .
ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო news.am.