ვიოლეტა მაილიანი კომპანია Apple-ს 1 ტრილიონამდე თანხას სთხოვს

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Apple-ის მიერ, ბოლო დროს გაკეთებული განცხადების შემდეგ, ბევრმა მომხმარებელმა კომპანიას სასამართლოში უჩივლა, წერს  phonearena.com, რომელიც ყურადღებას ამახვილებს კომპანიის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმად iPhone-ის  სმარტფონების ძველი მოდელების ოპერაციული სისტემის მუშობა მიზანმიმართულად შენელებული იყო.

მოსარჩელეებიდან ერთ-ერთი ვიოლეტა მაილიანია, რომელიც კომპანიისგან დაახლოვებით 1 ტრილიონ (999,999,999,000) დოლარის ოდენობით კომპენსაციას
ითხოვს.

მაილიანისა და მისი ადვოკატების მიერ წარდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ კომპანია Apple-მა მიზანმიმართულად შეანელა iPhone-ის ძველი მოდელების მუშაობა და ამის შესახებ მომხმარებლებს არ აცნობა.

Leave a Reply