ერევნის პოლიციის უფროსმა ბრძანება გასცა ყველა კანონდამრღვევი დააკავონ

“ნებისმიერი აქტივისტი, ვინც კანონს დაარღვევს პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეთ. გზებზე ნორმალური მოძრაობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ქუჩების გადაკეტვა დაუშვებელია” , – პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა ერევნის პოლიციის უფროსმა.

დღეს მისივე ბრძაებით პოლიციამ ერევაინ-აბოვიანის მაგისტრალზე ჟურნალისტი ტირაირ მურადიანი დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ მურადიანმა ჟურნალისტის ბეჯი აჩვენა, იგი ძალით ჩასვეს პოლიციის მანქანაში. პოლიციის პრესსამსახურის უფროსმა აშოტ აჰარონიანმა განაცხადა, რომ ჟურნალისტი განყოფილებაშ არ წაუყვანიათ, იგი მანქანიდან რამდენიმე მეტრში გადმოსვეს.

19 აპრილს დილით, არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქეთა ცნობიერების კავშირის”  ჟურნალისტს ტირაირ მურადიანს აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ და პოლიციელების თვალწინ სცემეს. მოგვიანებით მურადიანი “გრიგორ ლუსავრიჩის” სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

lragir.am

Leave a Reply