ვინ ემუქრება ირაკლი გოგიას, მართა წვიჟბას და მშვიდობას საქართველოში?

ვინ და რატომ შეიძლებოდა დამუქრებოდა ირაკლი გოგიას ან მართა ჭვიჟბას?  ვის უშლიდა ხელს მათი ან მათი კოლეგების თანამშრომლობა?  როგორც ჩვენი კონფიდენციალური წყარო ამბობს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური დიდი ხანია ყურადღებას ადევნებს ენგურზე არსებულ კონტრაბანდის ეგრეთწოდებული ‘შავი ხვრელის’ არალეგალურ საქმიანობას, რომელიც კარგად სარგებლობს შექმნილი სტატუს კვოთი. ‘შავი ხვრელის’ გამოყენებით ხდება არა მხოლოდ იარაღის და ნარკოტიკების ტრანზიტი, ტრეფიკინგის, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორის არაოფიციალური ‘ლევი’ საქონლის გასაღება.  აქ თვეში ათეულობით მილიონის საქონელი მოძრაობს და ეს უკვე დიდი ეკონომიკური ჰაბია სხვადასხვა ქვეყნის დამნაშავეებისათვის.

ამ დამნაშავე ჯგუფს მოკავშირეები ჰყავს როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის და სხვა ხელისუფლებებში.  ‘შავი ხვრელის’ წარმომადგენლები აგრეთვე აქტიურად იყენებენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურას.  როგორც ჩვენთვის კარგად ინფორმირებული წყარო ამბობს, ‘შავი ხვრელის’ წარმომადგენლები წელიწადში რამდენიმე ასეულ მილიონ ამერიკულ დოლარს შოულობენ.   ეს მაფია მთლიანად არალეგალურია.

  და მაინც, რატომ უნდა დამუქრებოდა ეს მაფია სამშვიდობო პროცესს?  

ეს კი უკვე საფრთხეს წარმოადგენდა ამ დანაშაულებრივი ჯგუფისათვის.  ‘შავი ხვრელის’ წევრებმა არაერთხელ სცადეს ხელი შეეშალათ ირაკლი გოგიასთვის და მისი კოლეგებისათვის ‘თეთრ’ საქმეში.  ბოლოს კი მათ მუქარას და დაშინებას მიმართეს. 

გარდა ამისა, დამნაშავე ჯგუფი აქტიურად იყენებდა შვეიცარიული რელიგიური ორგანიზაციის  ‘ჰექს-ეპერის’ არაფორმალურ კავშირებს.   ჩვენმა კოლეგებმა აღმოაჩინეს არალეგალური ფინანსირების ხაზი – რომელსაც ‘შავი ხვრელი’ იყენებდა ამ შვეიცარიული ორგანიზაციის საშუალებით – ფულის ნაკადების გადაგზავნა ხდებოდა დე ფაქტო ხელისუფლების იმ წევრებისათვის, რომლებიც აღნიშნულ ეკონომიკურ კავშირებში არიან ჩაბმულები.   თბილისიდან ლავრენტი გერაძის ხელით იგზავნებოდა ფული დე ფაქტო მთავრობის მაღალჩინოსნებთან.   და ამ არაოფიციალური ურთიერთობებით ხდებოდა ‘შავი ხვრელის’ დაჯგუფების წევრების მიერ სხვადასხვა კონტრაბანდული ოპერაციის წარმოება.  ჩვენმა კოლეეგებმა არაერთხელ გაამახვილეს ყურადღება ამ არალეგალურ ხაზზე და მოუწოდეს, როგორც თვითონ შვეიცარიელ შუამავლებს, ასევე საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეწყვეტილიყო ეს არალეგალური საქმიანობა.  თუმცა, ამან შედეგი არ გამოიღო.  აღმოჩნდა, რომ ‘შავ ხვრელს’ მოკავშირეები ჰყავს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე ძალოვან სტრუქტრებში.

  

ვინ მფარველობს ხელისუფლებიდან ‘შავი ხვრელის’ დაჯგუფების წევრებს? 

როგორც ჩვენი კვლევიდან გახდა ცნობილი, საქართველოს ხელისუფლებაში ამ ჯგუფის ძირითადი საყრდენი ძალაა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი.  ეკონომიკურ ოპერაციებს ის კურირებს ‘ევროქოც’ სერგი კაპანაძესთან ერთად.  ეს დაჯგუფება ჯერ კიდევ 2008 წლიდან ფუნქციონირებს და აქედან გამომდინარე აქ მიდის დიდი ხნის კოჰაბიტაცია ნაციონალური და ოცნების მთავრობებს შორის და ფულიც ნაწილდება.  თუმცა, უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც არის ისეთი დაჯგუფებები, რომლებიც არ არიან მომხრე ‘შავი ხვრელის’ არალეგალური კონტრაბანდული საქმიანობის.  თვითონ კვირიკაშვილის, კახა კალაძის, ქეთი ციხელაშვილის და მათი მოკავშირეების გეგმა სწორედაც, რომ სავაჭრო ურთიერთობების გარკვეულ ლეგალურ ფარგლებში მოქცევას ემხრობა.  აქედან გამომდინარე, ქუმსიშვილის და კაპანაძის კლანი ამ შემთხვევაში მოქმედებს, როგორც არალეგალური ბიზნეს დაჯგუფება, და არა როგორც პოლიტიკური ჯგუფი.  ამავე კონტრაბანდის წყალობით ხდება ის, რომ სიგარეტის და სხვა მოხმარების საგნების ფასები ხელოვნურად და დემპინგურად ეცემა.  ამ დემპინგს ბევრი ლეგალური კომპანია ემსხვერპლება.  ძალიან ბევრი ეს საქონელი ‘შავი ხვრელის’ დაჯგუფების წყალობით გადმოდის საქართველოში.

ვინ არის დე ფაქტო ხელისუფლებაში ‘შავი ხვრელის’ წარმომადგენელი? 

როდესაც ამ თემაზე საუბრობენ ხოლმე, საკმაოდ შაბლონურია ლაპარაკი ლაკერბაიას ფენომენზე. ცხადია, ბატონი ლაკერბაიას ხელი ურევია ნებისმიერი ტიპის კონტრაბანდულ ოპერაციაში.  მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, დე ფაქტო ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებზე, რომლებიც ერთი მხრივ საქართველოს ყოველდღიურად ლანძღავენ პრესაში, და მეორე მხრივ ამ კონტრაბანდული საქმიანობიდან ხეირობენ:   ე.წ.  საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩაბმული ამ ურთიერთობებში. არტურ გაგულია და მისი კოლეგები აფხაზური მხრიდან არიან ამ საქმეში ჩაბმულები და კურირებენ ‘შავ ხვრელს’.   შუამავალი მათთან ურთიერთობაში ლავრენტი გერაძეა. სამაჩაბლოს მიმართულებით ჩვენს წყაროებს ჯერჯერობით ინფორმაცია დანამდვილებით არა აქვთ.

თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც არ არიან მხოლოდ ამ დანაშაულებრივი ჯგუფის მომხრეები.    

დანაშაულებრივი დაჯგუფების ‘შავი ხვრელის’ მთავარია მიზანია, რომ ივაჭროს არალეგალური საქონლით და ლეგალურ საქონელზე ფასები დააგდოს.  ფასების დამპინგი, ამ მაფიის, ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

ავტორი: გიორგი ყაულაშვილი

Leave a Reply