5 მარტს, თავდაცვის მინისტრმა ვიგენ სარგსიანმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს ჯუდით მარგარეტ ფარნუორთს, სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ დევიდ ეთელს და სამხედრო ატაშის მოადგილეს უილიამ ჯორჯს უმასპინძლა, ამ უკანასკნელის სომხეთში აკრედიტაციასთან დაკავშირებით.
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიგენ სარგსიანმა მაიორ ჯორჯს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. სარგსიანმა სტუმრებს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები წარუდგინა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამინისტროსთვის.
ელჩმა ჯუდით ფარნუორთმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ბრიტანეთის მზადყოფნას გააგრძელოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში და აღნიშნა, რომ ეს ითვალისწინებს თანამშრომლობის გაფართოებასაც.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021