
ვენაში, 29 მარტს შესაძლოა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა შედგეს. ამის შესახებ ავსტრიის დედაქალაქის დიპლომატიური წყაროები იტყობინებიიან.
“ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან შუამდგომლობით შეხვედრა შესაძლოა 29 მარტს ვენაში შედგეს”, – აღნიშნულია ცნობაში.
ამასთან, ნიკოლ ფაშინიანის სპიკერმა ვლადიმერ კარაპეტიანმა აღნიშნული არც უარყო და არც დაადასტურა.
ბოლოს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ერთმანეთს იანვარში დავოსში შეხვდნენ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021