ველოსიპედისტმა ედგარ სტეფანიანმა აშშ-ში კიდევ ერთი მედალი მოიპოვა

სომეხმა ველოსიპედისტმა ედგარ სტეფანიანმა, რომელმაც ამერიკულ “Velo Pasadena Racing-ის” შემადგენლობაში “Barry Wolfe Grand Prix-ში” მიიღო მონაწილეობა, ვერცხლის მედალოსანი გახდა. ამის შესახებ, სპორტსმენი ფეისბუქის გვერდზე იტყობინება.

მაისის დასაწყისში სტეფანიანი Dana Point Grand Prix-ის კონკურსის გამარჯვებული გახდა. უფრო ადრე იგი კალიფორნიის ველოსიპედისტების კონკურსის ბრინჯაოს მედალოსანი და ასევე “Ontario Race Series” კონკურსის ოქროს მედალოსანი გახდა. როგორც საუკეთესო სპრინტერი, სტეფანიანს მწვანე მაისურიც გადასცეს. მას უკვე მოგებული აქვეს 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი.

 

 

 

 

Leave a Reply