ვარდავარი თბილისში

საქართველოს სომხურმა სამოციქულო მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 3 ივლისს ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაული ვარდავარი აღნიშნა.

პოპულარული ეროვნული საეკლესიო დღესასწაულის დროს ერთმანეთისთვის წყლის შესხმის ( ე.წ. წუწაობის) ტრადიცია საუკუნეების სიღრმიდან მოდის.

13606580_974178339365645_2020118911182164782_nზაფხულის ცხელ  დღეებში გასაგრილებლად და დღესასწაულის აღსანიშნავად სომხური სათვისტომოს მრავალმა წარმომადგენელმა თავი მოიყარა თბილისის წმინდა გევორგის საკათედრო და წმინდა ეჯმიაწნის ტაძრებში. სადღესასწაულო წირვის შემდეგ სასულიერო პირებმა წმინდა მირონით აკურთხეს წყალი, რის მერეც სადღესასწაულო განწყობით, მუსიკის პარალელურად დამსწრე საზოგადოებამ დაიწყო წუწაობა.

„ალიქ მედია“ ესწრებოდა თბილისის  წმინდა ეჯმიაწინის  ეკლესიის ეზოში მიმდინარე დღესასწაულს. დღესასწაულის არსთან დაკავშირებით გავესაუბრეთ ქვემო ქართლის პასტორ, ტერ ვირაბ მღვდელ ღაზარიანს.

დღეს იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულია, რომელსაც ჩვენი ეკლესიის მამებმა შეუერთეს ჩვენს ისტორიაში დიდი მნიშვნელობის მქონე დღესასწაული ვარდავარი.  ჯერ კიდევ წარმართულ სომხეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ვარდავარი. იმისათვის, რომ არ დავკარგოთ ჩვენი ტრადიციები, დღესასწაულს მიეცა სასულიერო მნიშვნელობა. უფლის ფერისცვალებას ასე აღვნიშნავთ.  მნიშვნელოვანია,  გვახსოვდეს და შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები“.

ჰარუთიუნ მალხასიანი პირველად მონაწილეობს თბილისში ვარდავარის დღესასწაულში. ამბობს, რომ ამ  დღესასწაულს  ჯავახეთში სხვაგვარად აღნიშნავენ, თუმცა,  მაინც შთამბეჭდავია.

13592419_974179062698906_4906896483151000551_n„პირველად ვმონაწილეობ  თბილისში ამ დღესასწაულში, რამდენიმეჯერ მიმიღია მონაწილეობა მშობლიურ ჯავახეთში. განსხვავება არის, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ დიდი სიამოვნება მივიღე. მემაყება რომ ვარ სომეხი. ჩვენ საქართველოში მცხოვრებ ქართველებსა და სხვა ეროვნების წარმომადგენლებს ვუჩვენებთ, რომ გვაქვს ჩვენი კულტურა რომლითაც ვამაყობთ“.

13529042_974178332698979_5226963544975929758_n

 

დღესასწაულის განმავლობაში ეკლესიის ეზოში სამსახურეობრივი მოვალეობის შემსრულებელი პატრულის თანამშრომელიც გაწუწეს, იმის აღსანიშნავად, რომ სომხური ეკლესიის ეზოში ვარდავარია და  ყველამ უნდა იზეიმოს.

 

ფოტო: armenianchurch.ge

 

Leave a Reply