ვანაძორსა და გიუმრიში ერევნის აქციის მხარდასაჭერად ხალხი გამოვიდა

ვანაძორსა და გიუმრიში “ნაბიჯი დადგი, უარყავი სერჟი!” ერევანში საპროტესტო აქციის მხარდასაჭერად ასობით მოქალაქე გამოვიდა.

ვანაძორის  საპროტესტო აქციის  მონაწილეები ცენტრალურ ჰაიქის მოედანზე შეიკრიბნენ. საპროტესტო მსვლელობას ესწრებოდა ასობით მოსწავლე და სტუდენტი, რომლებიც ამავე დროს გაიფიცნენ. პოლიცია აკონტროლებს სიტუაციას, თუმცა წინააღმდეგობას არ უწევს მომიტინგეებს.

გიუმრიში აქტივისტებმა გადაკეტეს გარეგინ ნჟდეჰის ქუჩა, შემდეგ ისინი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საპროტესტო მსვლელობით გაემართნენ. მოგვიანებით, ავტომანქანებით მოძრაობა დაიწეს და გზები გადაკეტეს, შემდეგ უკვე განაცხადეს,  რომ ერევანში მიემგზავრებიან და იქ გააგრძელებენ აქციას.

Leave a Reply