ვანაძორ-ალავერდი-საქართველოს საზღვრის გზაზე მოძრაობა აიკრძალება

ვანაძორ-ალავერდი-საქართველოს საზღვრის გზაზე 1-ლ აპრილს, კლდის აფეთქების სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც აღნიშნულ გზაზე 13:00-18:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება. ინფორმაციას სომხეთის ტრანსპორტის, კავშირისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ამავდროულად, სამინისტრო მძღოლებს სთავაზობს ზემოაღნიშნული გზა შემოვლით გაიარონ, კონკრეტულად M6-ოძუნ-სტეფანავან-ვანაძორის მარშრუტით.

ვანდაზორ-ალავერდი-საქართველოს საზღვარის (M6) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მონაკვეთზე აფეთქება გზის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.