Latest posts by Aliq Media (see all)
7 მაისს ვალერი მელაძე ქართული მაყურებლის წინაშე წარსდგა. კონცერტები თბილისსა და ბათუმში საიუბილეო ტურის ფარგლებში იმართება და უკანასკნელი 15 წლის მანძილზე მომღერლის პირველი კონცერტებია საქართველოში.
ვალერი მელაძე — რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი და ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტი გახლავთ, ასევე პრემიების “Овация”, “Золотой граммофон”, “Муз-ТВ” და “RU.TV” მრავალგზის მფლობელი.
ვალერი მელაძის ყველა სიმღერის ტექსტის, მუსიკისა და არანჟირების ავტორი მისი ძმა, კონსტანტინე მელაძეა. კონცერტში სიმღერები ძველი და ახალი რეპერტუარიდან შესრულდა. თუმცა, ყველაზე კარგად მსმენელმა მიიღო სიმღერები:”Обернитесь”, “Сэра”, “Красиво” , რომლესაც აუდიტორია მომღერალთან ერთად ასრულებდა. სპეციალურად ქართველი მაყურებლისთვის მელაძემ „თბილისო“ შეასრულა .
ვალერი მელაძის საიუბილეო კონცერტზე , სპორტის სასახლეში შეკრებილი საზოგადოების უმრავლესობა ტურისტი იყო. ალიქ მედიასთან საუბრისას მათ აღნიშნეს, რომ სპეციალურად ამ კონცერტზე დასასწრებად არიან ჩამოსულნი.
ტურმა დედაქალაქიდან, მომღერლის მშობლიურ ქალაქ ბათუმში გადაინაცვლა. აქ კონცერტი 9 მაისს შედგება.