
Latest posts by Aliq Media (see all)
2018 წლის დასაწყისში უზბეკეთი, იმ ქვეყნებს შეუერთდება, რომლებიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით სარგებლობენ, აღნიშნულია პრეზიდენტის შავტაკ მირზიეევის ბრძანებულებაში.
მირზიეევი თავისი ბრძანებულებით ამტიკიცებს უზბეკეთის ყოვლისმომცველი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და უცხოური სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაციის ტვირთგადაზიდვის 2018-2022 წლის პროექტს. პროექტი ასევე ითვალისწინებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით საპილოტე სატრანზიტო გადაზიდვებს.
განხორციელების გრაფიკთან შესაბამისად, ტვირთის პირველი გადაზიდვები 2018 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. პროგრამა ასევე ითვალისწინებს უზბეკეთის მონაწილეობას აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ერთობლივი სატრანზიტო დერეფნის ფორმირებაში.