Latest posts by Aliq Media (see all)
UWC (United World College) 1962 წელს დაარსდა. UWC კოლეჯებისა და სკოლების პროგრამა შემუშავებულია განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით. მისი მიზანია სხვადასხვა ქვეყნების სტუდენტების ერთ ჭერ ქვეშ მოქცევა, რაც შეაჩვევს მათ ერთად მუშაობას, სტაბილური და მშვიდობიანი მომავლისათვის.
UWC კოლეჯებისა და სკოლების სტუდენტები არა მხოლოდ სწავლობენ მულტიკულტურულ გარემოში, არამედ ეჩვევიან დამოუკიდებლობას, საქმის პასუხისმგებლობით კეთებას და ურთიერთდახმარებას.
დღევანდელ დღეს, UWC-ს აქვს 17 სკოლა და კოლეჯი, მსოფლიოს 5 კონტინენტზე.მათ შორის ერთ-ერთი სომხეთის ქალაქ დილიჯანში მდებარეობს და მისი დამაარსებლები არიან, ცნობილი ფილანტროპი რუბენ ვართანიანი, მისი მეუღლე ვერონიკა ზონებანდი, მათი ბიზნეს პარტნიორები და ორგანიზაციები.
დილიჯანის კოლეჯი პირველი UWC კოლეჯია პოსტსაბჭოთა სივრცეში. ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში აქაც სწავლება ინგლისურ ენაზე, IB Diploma-ს პროგრამით მიმდინარეობს. ეს პროგრამა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერაა აღიარებული და შესაბამისად, კოლეჯის კურსდამთავრებულთათვის მათი კარი მუდამ ღიაა.
დილიჯანის კოლეჯის კამპუსი ლონდონის ერთ-ერთი მოწინავე არქიტექტურული ბიუროს ქმნილებაა. მისი შენობები აგებულია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური და ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალით. შენობები ისეა დაპროექტებული, რომ მინიმალური ზეგავლენა მოახდინონ გარემოზე. კოლეჯს უკავია დაახლოებით 100 ათასი კვადრატული მეტრი, რომელზეც განთავსებულია სამედიცინო ცენტრი, სპორტული მოედნები, საერთო საცხოვრებელი, მრავალფუნქციური ნაგებობები და სხვა საჭირო შენობები. სტუდენტები „სრული პანსიონის“ სისტემით სარგებლობენ, რაც ნიშნავს სწავლას, კვებას და დასვენებას.
დილიჯანის კოლეჯში 6 ქართველი სტუდენტი სწავლობს.