ყარაბაღის მოძრაობის 30 წლისთავისადმი სტატიებისა და ანგარიშების მომზადების მიზნით ლატვიელი, უნგრელი, ალჟირელი, იტალიელი, რუსი და ფრანგი ჟურნალისტები და ბლოგერები მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის საბრძოლო პოზიციებს და სამხედრო ნაწილებს ეწვივნენ.
მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჟურნალისტებმა, 12 თებერვალს, თავდაცვის არმიის ჩრდილოეთით მდებარე სამხედრო პოზიციებსა და სამხედრო ნაწილები მოინახულეს.
ჟურნალისტები ასევე დაესწრნენ არმიის მომზადების ფაზის დაწყების საზეიმო ღონისძიებას, ხოლო ფრონტზე ისინი დაინტერესდნენ ოპერატიული-ტაქტიკური სიტუაციით.
აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს თავდაცვის აკადემიაში 2018 წლის სამხედრო სწავლების პირველი სემესტრი დაიწყო.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021