„უფრო მეტად სომხები გავხდით და დავბრუნდით“ – ბათუმის თემის მომლოცველები იერუსალიმში

18 კაციანი მომლოცველთა ჯგუფი ბათუმიდან, საქართველოში სომხური თემის აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხობის სასულიერო წინამძღვარის მამა არარატ გუმბალიანის ხელმძღვანელობით, მოსალოცად პირველად ჩავიდა იერუსალიმში. ერთი კვირის განმავლობაში, მომლოცველებმა მოიარეს ქრისტიანებისთვის წმინდა ადგილები, სადაც ქრისტე დაიბადა, მოინათლა, ქადაგებდა, ჯვარს ეცვა და აღსდგა.

„ბუნებრივია, შთაბეჭდილებები ენით აღუწერელია. იმ გზის გავლით, რომელიც ჩვენმა უფალმა ქრისტემ გაიარა, იმ ადგელიბში ყოფნით რომლებიც დაკავშირებულია მის სახელთან, ჩვენ უფრო დავუახლოვდით ღმერთს. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჯგუფის წევრები აწი წმინდა წიგნის კითხვისას მათთვის ახლობელ წინადადებებს იპოვიან და ბიბლია გახდება მათი წიგნი. ჩვენ ორ წმიდნა ადგილში წირვა აღვავლინეთ – წმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრში, სადაც სომხური ეკლესიაა, და აღდგომის ტაძარში, ქრისტეს საფლავზე“- ყვება სასულიერო წინამძღვარი.

მომლოცველებმა ღამე იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ლოცვით, ღვთისმსახურებითა და ლიტურგიით გაათენეს. ამბობენ, რომ სულიერი ენერგიით აღსავსენი ჩამოვიდნენ და ჩამოიტანეს ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის სიყვარული და სამახსოვრო საჩუქრები. მომლოცველების ბოლო ადგილი, წმინდა ნიკოლოზის სომხური ტაძრი იყო.

სონა ჰოვჰანისიანი, მომლოცველი: „დიდი შთაბეჭდილებები და აღუწერელი გრძნობები გვქონდა. ჩვენდა უნებურად ქედის მოხრა და ყველა ქვისთვის თაყვანის ცემა გვინდოდა, იმ წყლისა და მიწისთვის რომლითაც უფალმა გაიარა. ვფიქრობ, ჩვენმა მომლოცველებმა ყველა კითხვიაზე პასუხი მიიღეს და მათი რწმენა გაძლიერდა“.

ჟანა ჰაკობიანი, მომლოცველი: „შთაბეჭდილებები ბევრია, ჩვენი მომლოცველობა სავსე იყო სასწაულებით. უკანა გზაზეც კი სასწაული მოხდა, ჩვენ სიცოცხლე გადავარჩინეთ. ჩვენმა მამაომ ქალის ხმა გაიგონა ზღვიდან, რომელიც დახმარებას ითხოდვა. ჩვენმა ჯგუფმა მაშველებს დაუძახა. მადლობა ღმერთს, მათ სიცოცხლის გადარჩენა შესძლეს. მე მჯერა რომ სასწაულები ხდება“.

ბათუმის სომხური ეკლესია „სურბ ფრკიჩის“ მოძღვარი, მამა არარტი ამბობს, რომ იერუსალიმის სომხური სათვისტომო დიდ სამსახურს ასრულებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია სასულიერო დასის როლი წმინდა ადგილების შენარჩუნების საქმეში: „იერუსალიმის ქუჩბსა და წმინდა ადგილებში სიარულისას ხვდები სომხურ დროშასა და სომხურ კვალს, ამ ყველაფერს ინარჩუებენ სომეხი სასულიერო პირები. მე მივხვდი, რომ სომხური იერუსალიმის შენარჩუნების კეთილშობილურ მოწოდებას ჩვენი სომეხი თანამოძმეები დიდებულად ასრულებდნენ და ასრულებენ. ცოტათი უფრო მეტად სომხები გავხდით და ისე დავბრუნდით საქართველოში“.

Leave a Reply