ერევანში უნივერსიტეტის შენობასთან საეჭვო ყუთი აღმოაჩინეს

25 დეკემბერს, 10:32 საათზე, პოლიციამ სომხეთის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში ნაძვის ხის ქვეშ საეჭვო ყუთი აღმოაჩინა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზირებული.

სომხეთის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შენობიდან მოხდა ადამიანების ევაკუაცია.

საეჭვო ყუთი აღმოაჩინა ერთ-ერთმა დამლაგებელმა. ყუთზე რექტორის სახელი ეწერა.

შემთხვევის ადგილზე, დაახლოებით ორსაათიანი სამუშაოების შემდეგ პოლიციამ განაცხადა, რომ “ყველაფერი რიგზეა”.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა და პოლიციელებმა შენობა დატოვეს.

Leave a Reply