„უნდა განიცადო, რათა შემოქმედება შეძლო“

ადამიანი, რომელიც თვლის რომ ცუდი ადამიანი არ არსებობს; ადამიანი, რომელიც თავისი შემოქმედებით ოჯახს ინახავს; ადამიანი, რომელიც ჯავახეთში ბევრი სირთულის გადალახვის შემდეგ მხატვრად ჩამოყალიბდა – სიუზანა მანუკიანი ბავშვობიდან ხატავს, მიუხედავად ცხოვრების  ბნელი და ნათელი მხარეებისა მხატვარი აგრძელებს შემოქმედებას.

„ხატვა ჩემი სამყაროა, მე ვცხოვრობ ხატვისთვის, ამის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. რაც ლაპარაკი და სამყაროს აღქმა დავიწყე, ვხატავ“– ამბობს სიუზანა მანუკიანი.

როდესაც ბავშვობში ხელში ფუნჯი აიღო, პირველი რაც გააკეთა, ფერების ერთმანეთში შერევა იყო. მხატვარს დღესაც უყვარს ფერებით თამაში.

მისი აზრით:  „ასაკთან ერთად უფრო მძაფრად  გრძნობ  და უკეთ შეგიძლია  ამის ტილოზე  გამოხატვა. უნდა განიცადო, რათა შემოქმედება შეძლო“.

სიუზანა მანუკიანი აცხადებს რომ, ძალიან რთულია  იყო ქალი და ხელოვანი.

„იყო ქალი და მხატვარი ერთდროულად არის ტანჯვა. როდესაც ჯდები და იწყებ ხატვას, ყველაფერი გავიწყდება და შენს პიროვნებას გვერდზე დებ. წარმოიდგინეთ,  რა მდგომარეობაში არიან ამ დროს სხვები – შვილი, მეგობარი, ახლობელი. უბრალო ქალად ყოფნა ხელოვნებაში, ძალიან რთულია, მაგრამ ამ სირთულეების გადალახვა უფრო რთული ახალაქალაქში გეჩვენება. ადრე ხალხის აზრი ძლიერ ზეწოლას ახდენდა, მაგრამ ახლა, ჩემეთვის სულერთია“.

მხატვარი თვლის, რომ  ხელოვნება ყველა საუკუნეში უკანა პლანზე იყო – წერს სააგენტო jnews.ge.

Leave a Reply