ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე მესამე დღეა აკადემიური წლის აღების მოთხოვნით უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქციებს მართავენ. სტუდენტები გამოდიან ლოზუნგებით “აკადემიური წელის უფლება უნდა იყოს”, “მეცნიერება უნდა იყოს,” “მეცნიერებისთვის.” ისინი ასევე მოუწოდებენ სხვა სტუდენტებს, რომ შეუერთდნენ.
8 ნოემბერს, აქციის მონაწილე სტუდენტები სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ლევონ მკრტჩიანს შეხვდნენ. მინისტრმა განაცხადა, რომ მისი პოზიცია უცვლელია და არ აპირებს ცვლილებების განხორციელებას.
“მაშინ ჩვენ წავედით, გავაგრძელოთ ჩვენი აქცია”, – ასეთი იყო სტუდენტების გადაწყვეტილება მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
“პროტესტის გამოხატვა ჩვენი მოქალაქეებისა და სტუდენტების უფლებაა”, – აღნიშნა ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილემ ედუარდ შარმაზანოვმა და დასძინა, რომ სტუდენტობის პერიოდში მასაც მოუწყვია მსგავსი საპროტესტო აქციები.
“პროტესტი არ ეხება ჩვენს პოლიტიკურ პოზიციას. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს კანონი აუცილებელია და გამომდინარეობს სომხეთის უსაფრთხოების განმტკიცების ინტერესებიდან. ეს კანონი არ შეიძლება პრიმიტიული იყოს და მხოლოდ აკადემიური წლის უფლებას ეხებოდეს”, – აღნიშნა ედუარდ შარმაზანოვმა.
დღეს პროტესტის მესამე დღეა, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა უმაღლეს დაწესებულებებში სასწავლო პროცესი ჩაშლილია. სტუდენტები აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. ისინი აპროტესტებენ სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტს, რაც გულისხმობს, რომ მხოლოდ ის მოქალაქეები მიიღებენ აკადემიურ წელს, რომლებიც დადებენ შეთანხმებას თავდაცვის სამინისტროსთან და სწავლის დამთავრების შემდეგ 3 წლით შეასრულებენ სამხედრო ვალდებულებას. სხვა შემთხვევაში 18 წლის შესრულებისთანავე ახალგაზრდა მხოლოდ ორწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლის.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021