უკვე 16 წელია რაც ოკამის სომხური სკოლა ნაქირავებ შენობაშია

ახალაქალაქის სოფელ ოკამის სომხურ სკოლაში არც საპირფარეშოა არც ბიბლიოთეკა და არც ლაბორატორია. სკოლის ინვენტარი ძველია.  წვიმიან ამინდში სახურავიდან წვეთავს.

სკოლაში არის სამასწავლებლო და 12 საკლასო ოთახი, რომელიც ძალიან პატარაა. ყველაზე დიდი საკლასო ოთახი 16 კვ. მეტრია, ხოლო ყველაზე პატარა –  3კვ. მეტრი. სკოლაში 43 მოსწავლეა.

სკოლის დირექტორის, ჰოვანეს მღდესიანის თქმით „როდესაც დილით სამასწავლებლოში იკრიბებიან, პედაგოგთა ნაწილს დერეფანში უწევს დგომა“.

ამის მიუხედავად დირექტორი არ წუწუნებს და ამბობს, რომ მსგავს რთულ პირობებშიც კი მის მოწაფეებს კარგი შედეგები აქვთ.

„ყოველ წელს 3-4 სტუდენტი გვყავს. სასკოლო ოლიმპიადებიდანაც ჩემი მოსწავლეები წარმატებებით ბრუნდებიან“-აღნიშნავს დირექტორი.

ჰოვანეს მღდესიანის თქმით,  შენობა ნაწილობრივ გარემონტებულია, მაგრამ სრული რემონტის ჩატარება შეუძლებელია. საქმე იმაშია, რომ უკვე 16 წელია რაც ოკამის სომხური სკოლა ნაქირავებ შენობაშია. ყოველთვიურ ქირას , სკოლის ბიუჯეტიდან იხდიან. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ საკითხში ვერაფრით გვეხმარება, რადგან შენობა მის ბალანსზე არ იმყოფება“ – ამბობს დირექტორი.

ადრე სოფელ ოკამში ერთი სკოლა იყო, სადაც  12 წლიანი ქართული და 4 წლიანი სომხური სწავლა მიმდინარეობდა. 16 წლის წინ კი  სომხური სკოლა მას გამოეყო და გახდა 12 წლიანი. 2016-2017 სასწავლო წელს სომხურ სკოლას მხოლოდ 1 პირველკლასელი ჰყავდა.

ახლქალაქის სასწავლო რესურს-ცენტრის ინფორმააციით, ოკამის სომხური სკოლის ვითარების ამსახველი წერილი-მიმართვა ამ დრომდე საქართველოს განათლებისა და მეცნირერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განყოფილებაში უპასუხოდ დევს.

 

Leave a Reply