Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქის საკრებულოს სხდომამ 2017 წლის ბიუჯეტის ცვლილებები დაამტკიცა, ასევე ცნობილი გახდა კომისიების წევრების სახელები.
11 დეკემბერს მოწვეული საკრებულოს სხომას ხელმძღვანელობდა საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი.
საქართველოს მთავრობის #2466 გადაწყვეტილების თანახმად, რეგიონებში წარდგენილი პროექტებისა და სამშენებლო სამუშაოებში ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურისთვის განკუთვნილმა თანხამ 272 996 ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 61 951 ლარით არის შემცირებული.
2017 წლის მაღალთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის განვითარების ფონდიდან რეგონის განვითარებისთვის პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 18 676 ლარით შემცირდა, რაც მიმართული იყო კულტურის სახლის გათბობაზე.
ახალქალაქის საკრებულოს თანამშრომლების პრემიებისთვი გამოიყო 18 000 ლარი, საიდანაც 11 000 პრემიებისთვის, 7 000 ზეგანაკვეთურ მუშაობისთვის. მერიის თანამშრომლების პრემიები 93 000 ლარს შეადგებს, სიდანაც 5 000 ლარი მიმართულია მერიის გათბობისთვის, 86 000 პრემიებისთვის, ხოლო 2000 ლარი მივლინებებისთვისაა განკუთვნილი.
ინფრასტრუქტურის რეგიონალური მმართვის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების განცხადება-წერილის თანახმად, საახალწლო დღესასწაულების ჩატარებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 200 ლარია გამოყოფილი.
24 448 ლარი რეგიონის ქვემდებარე სტრუქტურებში გაზიფიცირებისთვის გამოიყო. აღნიშნული თანხიდან 17 888 ლარი განკუთვნილია კულტურის სხლის გათბობის სისტემისთვის საჭირო ბუნებრივი გაზის ჩართვისთვის, ხოლო 3 366 ლარი ახალქალაქისთვის 2 საბავშვო ბაღში, 3 194 ლარი 3 საბავშვო ბაღში გაზგაყავნილობაზე გამოიყო.