ცნობილმა ბლოგერმა Nas Daily-მა, რომელიც სომხეთში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, ერთ წუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით: “უფასო წყლის ქვეყანა სომხეთი” . Armenpress-ის ინფორმაციით ბლოგერმა განაცხადა:
“მოგესალმებით ყველას სრულიად ახალი ქვეყნიდან. ალბათ ბევრისთვის ეს ქვეყანა ცნობილიც არ არის. მინდა გაგიზიაროთ შთაბეჭდილებები პირველი დღიდან მოყოლებული. ისინი რაღაცეებს განსხვავებულად აკეთებენ … განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება წყალს”.
14 ივლისს ბლოგერმა სომხეთში ჩამოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ვიდეოს გადაღებას აპირებდა. მოგზაურობის ინიციატორები სომხეთის საქალაქო ავიაციის გენერალური დეპარტამენტი და ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტი იყო. Nas Daily 7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ის სომხეთში 7-10 დღის განმავლობაში დარჩება და სხვადასხვა ვიდეოებს გადაიღებს.
This is The Land of Free Water!
Hello from a new country many of you probably don't know: Armenia!On my first day here, I wanna share with you how in Armenia, they do some things differently….especially when it comes to water!Great to be here! Come share your stories on this new group I started called Nas Daily Global – it's all about stories of others. And join me on Instagram @nasdaily where I do behind the scenes stuff.
Posted by Nas Daily on Monday, July 16, 2018