სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ედვარდ ნალბანდიანისა და ელმარ მამედიაროვის შემდეგი შეხვედრა იანვრის შუა რიცხვებში შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი, ტიგრან ბალაიანი ავრცელებს.
“შეხვედრის თარიღი და ადგილი ცნობილია, მაგრამ ჯერჯერობით არ არის საჯარო”, – თქვა ტიგრან ბალაიანმა, ედვარდ ნალბანდიანის ბოლო ინტერვიუზე დაყრდნობით.
შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ინიციატივით, ვენაში ნალბანდიანი-მამედიაროვის შეხვედრა შედგა.
უფრო ადრე, მამედიაროვმა განაცხადა, რომ შეხვედრის ადგილი და ზუსტი თარიღი ძნელი სათქმელია, თუმცა ასევე განაცხადა, რომ ეს 2018 წლის შუა რიცხვებში მოხდება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021