Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან 28 კილომეტრში მდებარეობს სოფელი ბეჟანო.
სოფელში რამდენიმე წყარო არსებობს, რომელიც უერთდება მდინარე ბეჟანოს ჩაის, ხოლო ლენკასა და კარანდას ნაგებობებიდან სათავეს იღებს მდინარე ბეჟანო, რომელიც ახალქალაქში ერთვის მდინარე თაფარვანს და მტკვარში ჩაედინება.
სოფელი ცნობილია აქ მდებარე წმინდა მინასის ტაძრით, რომელც 1830-იან წლებში აშენდა.
სოფლის მოსახლეობა, ძირითადად, მიწათმოქმედებით არის დაკავებული. ადგილობრივებს, ასევე მოჰყავთ, მარცვლეულის კულტურები, კარტოფილი და სტაფილო.
ბევრი პრობლემაა, თუმცა სოფელ ბეჟანოს მოსახლეობა გარკვეულად უმკლავდება მათ. ისინი შეეგუვნენ არსებულ პირობებს და თუნდაც მდინარის ცივ წყალში მოსავლის გასუფთავება მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
სოფელის ცენტრში ხალხური ცეკვების ჯგუფი მოქმედებს. სოფელში არის ინტერნეტიც, თუმცა პატარები ეზოში თამაშს ამჯობინებენ.
სოფელ ბეჟანოში ახალგაზრდები გართობისა და საქმის ძიებით არიან დაკავებულები, ასაკოვნები კი რაც შეიძლება მეტი მოსავლის იმედით ცხოვრობენ.