წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანში ტყვედ მყოფი სომხები მოინახულეს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები დეკემბერში აზერბაიჯანს ეწვივნენ, სადაც მათ საზღვრის გადაკვეთისთვის ტყვეობაში მყოფი არსენ ბაღდასარიანი და ზავენ კარაპეტიანი მოინახულეს, იუწყება აზერბაიჯანული სააგენტო აპა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლების მეშვეობით დატყვევებულებმა ინფორმაცია გაცვალეს თავიანთი ოჯახის წევრებთან.

სომხური პრესის მიხედვით, “მთიანი ყარაბაღის მოქალაქე არსენ ბაღდასარიანი ტყვედ აიყვანეს 2014 წლის 26 დეკემბერს. 2015 წლის მაისში გიანჯას სასამართლომ მძიმე დანაშაულის ბრალდებით მას 15 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დივერსიული მოქმედებების ჩადენისთვის”.

1974 წელს დაბადებული ზავენ კარაპეტიანი აზერბაიჯანში 20 ივნისის საღამოს აღმოჩნდა, როდესაც სომხურ-აზერბაიჯანული საზღვარი გადაკვეთა. იგი ფსიქიკურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა.

Leave a Reply