წელს სომხეთში აბიტურიენტებთა რაოდენობა შემცირდა

სომხეთის უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველთა რაოდენობა შარშანდელ წელთან შედარებით შემცირდა.

2018 წელს 4, 626 აბიტურიენტმა ჩააბარა უნივერსიტეტში, შარშან ეს მაჩვენებელი 12,000 იყო. შეფასების ცენტრის ექსპერტების აზრით, აბიტურიენტთა დაბალი მაჩვენებელი 12 წლიანი სასკოლო პროგრამით არის განპირობებული.

პირველ ეტაპზე, უნივერსიტეტში ჩასაბარებლად განცხადებების შეტანის ვადა 5 მაისიდან 1 ივნისამდე იყო, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდები 8 ივნისიდან დაიწყება.

Leave a Reply