1+4 პროგრამის მონაწილე 1211 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

მაია მიმინოშვილი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, წელს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებულ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ აბიტურიენტთა რიცხვი გაზრდილია.

პროგრამაზე რეგისტრირებული 1211 აბიტურიენტი უკვე გახდა სტუდენტი. მათ შორის არიან სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტები. წელს პროგრამაზე დარეგისტრირდა და სტუდენტი გახდა ოსურენოვანი აბიტურიენტიც​.

„რაც შეეხება ქართულ ენაში მომზადების პროგრამას, მომართვა გაზრდილია. ეს არის ძალიან კარგი ტენდენცია. ეს ეხება ჩვენს ეთნიკურ უმცირესობებს. ერთი ოსურენოვანი აბიტურიენტი ჩაირიცხა ქართული ენის მომზადების პროგრამაზე და სულით და გულით ვულოცავ მას ამ წარმატებას. გაიზარდა სხვათა შორის აზერბაიჯანულენოვანი, სომხური და ახლა უკვე ოსურენოვანი აბიტურიენტების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით. წინა წელს იყო 1047“, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.