
სპორტის სფეროში თანამშრომლობის დსთ-ს წევრი ქვეყნების საბჭოს რეგულარული სხდომა წაღკაძორში გაიმართება. ამის შესახებ სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ დსთ-ის წევრი ქვეყნების ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები. სხდომა 7-დან 8 ივნისამდე გაგრძელდება, წაღკაძორის კომპლექსში “Multi Rest House”.
საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ვაჰრადიანი. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გაბრიელ ღაზარიანი სომხეთისა და დსთ-ის ქვეყნებში ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ანგარიშს წარუდგენს.
სხდომის მონაწილეები განიხილავენ ფიზიკური კულტურისა და სპორტის საკითხებს 2019-2020 წლებში, ასევე იმსჯელებენ ეროვნული სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებაზე, სპორტული მედიცინისა და დოპინგური პოლიტიკის საკითხებზე.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021