აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა:”ჩვენ ვმუშაობთ სომხეთთან”.
”ჩვენ ვთანამშრომლობთ სომხეთთან. სომხეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ისინი ძალიან კარგი, ძალიან თავდადებული ხალხია და ვნახოთ როგორ იქნება, ვფიქრობ, ჩვენ კარგი პროგრესი გვაქვს.
ამ ქვეყანაში სომხეთიდან ჩამოსული ბევრი ადამიანი გვყავს. ისინი ძალიან კარგი ხალხია და ჩვენ მათ დავეხმარებით”, – განაცხადა ტრამპმა.
კითხვას, ჰქონდა თუ არა კონტაქტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან, ტრამპმა უპასუხა: „არ მინდა საუბარი, ვნახოთ რა იქნება. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით ძალიან კარგი პროგრესი არის “, – განაცხადა ტრამპმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021