Latest posts by Aliq Media (see all)
2017 წლის 28 მაისს, ერევანში, პრემია „ავრორას“ დაჯილდოება გაიმართა. 1 მილიონი დოლარის ოდენობის პრემია მიიღო ექიმმა და მისიონერმა, ამერიკელმა ტომ კატენამ, რომელსაც აფრიკელი პაციენტები „დოქტორ ტომს“ ეძახიან.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტომ კატენა ლაურეატი , ამ პრემიის დაარსების პირველ წელსაც იყო, თუმცა ჩამოსვლაზე უარი განაცხადა, რადგანაც არავინ ჰყავდა შემცვლელი, ხოლო პაციენტების უპატრონოდ მიტოვება არ შეეძლო. წელს, მის ერევანში ჩამოსაყვანად, „ავრორას“ საორგანიზაციო კომიტეტმა 3 სომეხი ექიმი სუდანში, ომით გაპარტახებულ ნუბის მთებში გააგზავნა.
ტომ კატენამ, რომელიც თავის ჰოსპიტალში ერთადერთი ექიმია, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ბოლო 17 წელიწადი ის 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და სუდანის მთებში მცხოვრებ 750 000 ადამიანს ემსახურება . პიროვნულ თვისებებთან ერთად, აღსანიშნავია მისი პროფესიონალიზმიც. ექიმი ტომი ქირურგიულ ოპერაციებსაც აკეთებს, მალარიასაც ებრძვის და ამშობიარებს კიდეც. იმის გათვალსიწინებით, რომ სამოქალაქო ომი სუდანის ამ მხარეში კვლავ მძვინვარებს( გრძელდება დაპირისპირება სუდანის სამთავრობო ჯარებსა და სუდანის განმათავისუფლებელ სახალხო არმიას შორის), ექიმ კატენას ჰოსპიტალში ნაღმზე აფეთქებული, ნატყვიარი და დაბომბვის შდეგად დაჭრილები ჭარბობენ.
„ ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს დებზე და ძმებზე. საერთო საქმეში წვლილის შეტანა ნებისმიერს შეუძლია. მთავარია, ვაღიაროთ, რომ მხოლოდ ჰუმანიზმის გზა მიგვიყვანს ნათელ მომავალთან. მე ჩემი რწმენა მამოძრავებს და ნამდვილად დიდი პატივია, რომ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის მიზნით, განვაგრძობ მის მსახურებას!“ – თქვა ტომ კატენამ დაჯილდოების ცერემონიალზე.