თურქულმა ძალებმა სირიის ქალაქ აფრინს ალყა შემოარტყეს

თურქეთის გენერალური შტაბის განცხადებით, სირიის ქალაქი აფრინი გარშემოტყმულა თურქული ძალების მიერ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu გენერალური შტაბის ხელმძღვანელის წერილობით განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“2018 წლის 12 მარტის შემდეგ ჩატარებული ოპერაციების შედეგად, აფრინის ცენტრალური ნაწილი გარშემორტყმულია. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონები ოპერაციის გაგრძელების მიზნით კონტროლირდება “, – ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ წლის დასაწყისიდან ოპერაციის ფარგლებში 3393 მებრძოლი გაანეიტრალეს. მისივე განმარტებით, საუბარია “სახალხო თავდაცვის ძალების”, პარტია “დემოკრატიული ალიანსისა” და შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებზე.

15 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის სასაზღვრო ძალებს ტერორისტული არმია უწოდა და აღნიშნა, რომ სრულ დაკომპლექტებამდე აღნიშნულ სამხედრო ფორმირებას თურქეთი გაანეიტრალებს.

20 იანვარს, თურქეთის ავიაციამ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა. თურქეთის ავიაციამ 108 სამიზნე ობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის, აეროდრომზე, რომლითაც აშშ ქურთებს იარაღით ამარაგებდა.

imedinews.ge

Leave a Reply