თურქეთმა სომხების 1915 წლის გენოციდზე ყველა სამხედრო არქივი გახსნა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა “1915 წლის ინციდენტებზე” ყველა სამხედრო არქივი გახსნა, ამის შესახებ თურქული Hurriyet Daily წერს.

ერდოღანი კვლავ ამტკიცებს, რომ თურქეთს სომხების მიმართ “გენოციდური წარსული” არ გააჩნია.

“სომხების წინააღმდეგ თურქეთის ისტორიაში გენოციდი არ ყოფილა. ყოველთვის მოვუწოდებდი მათ, ვინც გენოციდში გვადანაშაულებს თუ გსურთ, მოდით, ჩვენ ვხსნით ჩვენს არქივებს, თუ თქვენც გაქვთ, თქვენც გახსენით”,  – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

24 აპრილს სომეხთა გენოციდის დღესთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა კონსტანტინეპოლის სომხურ საპატრიარქოს.

თავის წერილში მან სომხების გენოციდის მსხვერპლებს “ოსმალეთის იმპერიის სომეხი მოქალაქეები” უწოდა, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის მძიმე და რთულ პირობებში დაიღუპნენ.

Leave a Reply