ARMENPRESS- ის ინფორმაციით, ანკარის პროკურატურამ პრო-ქურთული “ხალხის დემოკრატიული პარტიის” 8 დეპუტატის, მათ შორის, გარო ფაილანის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ თურქული სააგენტო “ანადოლუ” იტყობინება.
დეპუტატებს თურქული მხარე ბრალად სდებს ” თურქი ერის, რესპუბლიკის და მთავრობის საჯაროდ შეურაცხყოფას, ტერორისტული დაჯგუფების პროპაგანდის ხელშეწყობას, სამოქალაქო პარტიების კანონების საწინააღმდეგო მოქმედებებს და თურქეთის პრეზიდენტის დამცირებას.” მათ თანამდებობებიდან გათავისუფლება ემუქრებათ.
ეროვნებით სომეხი პოლიტიკოსის, თურქეთის მეჯლისის დეპუტატის გარო ფაილანის (სომხურად კარო) წინააღმდეგ სარჩელში აღნიშნულია, რომ მან 2017 წლის 1 მაისს კანადაში ინტერვიუს დროს “საჯაროდ შეურაცყოფა მიაყენა თურქ ერს, მთავრობას და პრეზიდენტს”.
განცხადება მეჯლისის სხდომაზე განიხილება, რომლის დროსაც დეპუტატებს უფლება აქვთ ოფიციალური სიტყვით გამოვიდნენ. დეპუტატს უფლება აქვს ასევე თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.