თურქეთის მოქალაქე იჯევანში ავარიაში მოჰყვა

10 მარტს, ტავუშის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გამთენიას, 44 წლის თურქეთის მოქალაქე, ერბაშ ჰასანი საკუთარი სატვირთოთი ქალაქ იჯევანში გზიდან გადავიდა და იჯევანის ბაზრის მთავარი გზის გამყოფ ბეტონს შეეჯახა.

ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სატვირთო მანქანა ხილით იყო დატვირთული. ადგილზე მუშაობდა ტავუშის რაიონის საგზაო პატრული.

Leave a Reply