თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში პირველად მაუწყებლობს სომხური ტელეარხი “ლუის” (სომხურიდან სინათლე) რომელიც გაზეთის ჰომონიმი TV იქნება. ამის შესახებ ermenihaber.am იტყობინება.
“ლუის TV” -ის პირველი პირდაპირი ეთერი 6 იანვარს პოლისის “წმინდა ვარდანანც” და გუმ გაფუ უბნის “წმინდა მარიამი” ეკლესიებიდან გაიმართა, როცა სომხური სამოციქულო ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავდა.
“ლუის TV” და გაზეთ “ლუის” საინფორმაციო საბჭოს წევრმა ჰარუთიუნ ქურალმა განაცხადა, რომ ორკვირეული გაზეთ “ლუის” -ის გამოქვეყნების შემდეგ ახალი სომხური ტელევიზია პირველი მედია საშუალებაა თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში.
ქურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამიერიდან უზრუნველყოფენ სომხურ და თურქულ მაღალი ხარისხის (HD) მაუწყებლობებს. მანვე დასძინა , რომ იდეის ავტორი 35 წლის ჟურნალისტი არამ ქურალია.
TV ახალ ამბებს დღეში სამჯერ: – 08:00, 12:00 და 19:00 საათზე სომხურ და თურქულ ენაზე გადმოსცემს, რომლის მიღებაც მობილური ტელეფონებისა და პლანშერტების საშუალებითაც იქნება შესაძლებელი.
“გარდა მთავარი ამბებისა, ახალი ამბები ასევე შეეხება სომხური თემისთვის აქტუალურ და საინტერესო საკითხებს, ასევე დაგეგმილია ხელოვნების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და პოლიტიკის პროგრამებთან დაკავშირებიული . პირდაპირი დებატების გრაფიკები და სხვა მნიშვვნელოვანი თემები “, – განაცხადა ჰარუთიუნ ქურალმა.