თურქეთის ეროვნული კრების (TBMM) ეროვნებით სომეხმა დეპუტატმა, გარო ფაილანმა, რომელიც ოპოზიციური, პრო-ქურთული “ხალხის დემოკრატიული პარტიის” (HDP) წევრია, თურქეთის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის დროს ქვეყნის საზღვრის დაცვის საკითხებზე ისაუბრა. ამის შესახებ ermenihaber წერს.
“თუ საზღვარი ღია იქნება, ურთიერთობები განვითარდება, ხალხი უფრო ინტენსიურდ ჩამოვა, და თუ პრობლემები გვაქვს, ჩვენ გადავწყვეტთ მათ. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ საჭიროა ახალი პროცესის დაწყება”, – განაცხადა ფაილანმა.
ფაილანი ასევე შეეხო ქვეყნის შიდა სოციალურ საკითხებს და აღნიშნა, რომ თურქეთში სიღარიბე იზრდება, ხალხის შრომისუნრიანობა კი მცირდება და ქვეყანა რთულ ვითარებაშია.