
Latest posts by Aliq Media (see all)
თურქეთის ყოფილმა სამხედრო პროკურორმა – აჰმედ ქექიმ, თურქეთში გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებული განცხადება გაავრცელა.
თურქულ Yeni Akit-ზე დაყრდნობით სააგენტო news.am წერს, რომ 2016 წლის 15 ივლისს გადატრიალების მცდელობა წარმატებით რომ დასრულებულიყო, თურქეთის აღმოსავლეთით სომხური, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით ქურთული სახელმწიფოები შეიქმნებოდა.
აჰმედ ქექიმ ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის რამდენიმე ნაწილად გაყოფის შემდეგ თურქულ ნაწილს აშშ-ს სპეციალური სამსახური უხელმძღვანელებდა. ყოფილმა პროკურორმა ასევე დაამატა, რომ გიულენის მომხრეები გადატრიალების შემდეგ თავიანთი ოპონენტების განადგურებას და გაძარცვას აპირებდნენ.