27 მაისს, სომხეთის არმავირის რაიონის სოფელ ახალი ამასიიდან SHAMSHYAN.com- მა შეტყობინება მიიღო, რომ ადგილობრივებმა აეროსტატი იპოვეს, რომელზედაც კამერები იყო დამაგრებული.
SHAMSHYAN.com- ის ინფორმაციით, აეროსტატი სომხეთის ტერიტორიაზე თურქეთიდან შემოვიდა და არ არის გამორიცხული, რომ დაზვერვის მიზნით ყოფილიყო.
ფოტოჟურნალისტ გაგიკ შამშიანის ინფორმაციით, სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლები სოფელში ჩავიდნენ, რათა ადგილზე გაერკვნენ საქმის ვითარებაში.