საინფორმაციო სააგენტო Ermenihaber-ის ინფორმაციით, თურქეთმა აღმოსავლეთით მდებარე სოფლებში, რომლებიც სომხეთის საზღვრის გასწვრივ მდებარეობენ გზის ასფალტირება დაიწყო. იგდირის გამგებელმა ენვერ უნლუმ განაცხადა, რომ გზების 80%-ის ასფალტირება და კრამიტით დაფარვა განხორციელდება.
ირანის, ნახიჯევანისა და სომხეთის მაღალმთიანი რაიონების გზის მონაკვეთების უმრავლესობა გაუმჯობესდება. ამჟამად, 899 კილომეტრიანი მონაკვეთია ასფალტირებული. იგდირის მხარის გუბერნატორმა ენვერ უნლუმ აღნიშნა, რომ ასევე გარემონტდება არარატის მთაზე გასასვლელი გზები.